თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„აღნიშნული ქვეკომიტეტი განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის, სპორტის, კულტურისა და მედიის კომიტეტის შემადგენლობაშია. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სხვა მიმართულებებთან ერთად, ქვეკომიტეტი სინერგიულად მუშაობდეს და გეგმავდეს თავის განრიგსა და განაწესს, რადგან მედია და საინფორმაციო ველი არ არის იზოლირებული, იგი ფუნდამენტურ გავლენას ახდენს განათლებაზე, კულტურაზე, უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, მშვიდობასა და მთელ რიგ სფეროებზე.

აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი მიზანი იქნება, ქვეკომიტეტი გახდეს მნიშვნელოვანი რგოლი სხვადასხვა მიმართულებებით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დასაძლევად და მოსაგვარებლად”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა, რომელმაც ქვეკომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით პირველი სხდომა გამართა.

თამარ ტალიაშვილი გასულ წელს არჩეული იყო მომხსენებლად მედიისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, მას შემდეგ, რაც მედიისა და ახალგაზრდობის რეზოლუციის პროექტი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები