გორის მერია თანადაფინანსების პროგრამებს 2022 წელსაც გააგრძელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერია განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების განხორციელებას 2022 წელსაც აგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას და მოქმედ გაერთიანებებს. პროგრამებში ჩართვის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, წარმოადგინონ პროექტი/ინიციატივა და მოითხოვონ თანადაფინანსება. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილების მიღება მოხდება პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით: გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა; სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა; კულტურული ღონისძიებების/პროგრამების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა; ახალგაზრდული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა; აღნიშნული პროგრამების განხორციელების წესი იხილეთ ბმულზე – https://drive.google.com/file/d/1mM8xXR12YFIHxzBGrsaNAfuYGFD_zp3_/view?usp=sharing განაცხადის ფორმა – https://docs.google.com/document/d/1hjj0qLb-yNw1QN1JJmCCjQjEqAKy9Jaj/edit?usp=sharing&ouid=105992776191264781280&rtpof=true&sd=true გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების 2022 წლის პროგრამის მიზანია მოსწავლე – ახალგაზრდობის დაინტერესებისა და ჩართულობის ზრდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების მუნიციპალურ პროგრამაში; შემოქმედი, წარმატებული ხელოვანების, საპატიო გორების დაჯილდოება და მათი წახალისება; სოციალურად აქტიური ახალგაზრდების წახალისება. პროგრამა იხილეთ ბმულზე – https://drive.google.com/file/d/1bqLqfGlnFfyKwHFDZtSZhKJFm14-MyTz/view?usp=sharing გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის სპორტული ღონისძიებების დაფინანსების პროგრამის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობა. პროგრამა იხილეთ ბმულზე – https://drive.google.com/file/d/18NqITEKjh2uPdTKQLrGx0CnivC6N0Rji/view?usp=sharing