უკრაინაში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ხორვატია ნატო-დან სამხედროებს გაიწვევს

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის შემთხვევაში, ხორვატიის ხელისუფლება თავის ჯარებს ნატო-ს ძალებიდან აღმოსავლეთ ევროპაში გაიყვანს, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა.

ამის შესახებ მან ეროვნული ტელევიზიის ეთერში თქვა.

“ვაკვირდები ცნობებს, რომ ნატო – არა ცალკეული სახელმწიფო და არა აშშ – აძლიერებს თავის ყოფნას, აგზავნის სადაზვერვო ხომალდებს. არაფერი გვაქვს საერთო ამ ყველაფერთან და არც გვექნება, ამის გარანტიას გაძლევთ”, – თქვა მან.

მისი თქმით, ზაგრები არა მხოლოდ არ გაგზავნის თავის ჯარისკაცებს კონფლიქტის ზონაში, არამედ „უკლებლივ ყველას გაიყვანს”.

„ამას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინასა და რუსეთთან, ეს დაკავშირებულია ამერიკის საშინაო პოლიტიკის დინამიკასთან, ჯო ბაიდენთან და მის ადმინისტრაციასთან, რომელსაც მე მხარს ვუჭერდი, ევროპაში ერთადერთი ვიყავი. მაგრამ მე ვხედავ საშიშ ქცევას საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში,“ – განმარტა მილანოვიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები