ბაიდენმა ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვის გამო დაურეკა და ბოდიში მოუხადა (ვიდეო)

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბრიფინგზე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც ეგონა, რომ მიკროფონი გამორთული იყო და Fox News-ის ჟურნალისტს, პიტერ დუსის “სულელი, ნაბიჭვარი” უწოდა.

შესაბამისი ვიდეო Twitter-ზე გავრცელდა.

ბაიდენი ჟურნალისტების შეკითხვებს გუშინ ეკონომიკის საკითხებში მრჩევლებთან შეხვედრამდე პასუხობდა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელი შესავალი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს დარბაზის დატოვება სთხოვეს, თუმცა, მათ კითხვების დასმა დაიწყეს.

ბაიდენის თქმით, კითხვები ეხებოდა რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას და არა – ქვეყანაში ფასების შემცირებას, რაც ეკონომიკურ მრჩევლებთან შეხვედრის თემა იყო.

“გასცემთ თუ არა პასუხს ინფლაციის შესახებ შეკითხვებს? ფიქრობთ, რომ ინფლაცია არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა შუალედურ არჩევნებში?”, – იკითხა პიტერ დუსიმ.

ამ დროს ბაიდენმა თავისთვის თქვა, “ეს უფრო მეტი ღირებულებაა. მეტი ინფლაცია. რა სულელი ნაბიჭვარია”.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ მიკროფონი ჩართული იყო და მისი სიტყვები ყველამ გაიგო.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჟურნალისტს დაუკავშირდა და მოუბოდიშა.

დუსიმ თავის მხრივ უთხრა, რომ მომავალშიც დაუსვამს ქვეყნის პირველ პირს უხერხულ კითხვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები