“მაინტერესებს, რა ინფორმაცია აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კოვიდ-19-ს, როგორც ჩვეულებრივ გრიპს, ისე უნდა ვუმკურნალოთ” – დევიდ ნაბარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ნაბაროს თქმით, კოვიდ-19 საკმაოდ სახიფათო ვირუსია და მისი მკურნალობა, როგორც ჩვეულებრივი გრიპის, შეუძლებელია.

ამის შესახებ მან Sky News-ის ეთერში თქვა.

„მაინტერესებს, რა ინფორმაცია აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კოვიდ-19-ს, როგორც ჩვეულებრივ გრიპს, ისე  უნდა ვუმკურნალოთ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში მე და ჩემმა კოლეგებმა არ ვიცით. ეს საკმაოდ სახიფათო ვირუსია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ვაქცინირებული არ არის და ვირუსი აქამდე არ გადაუტანია. მას აქვს მუტაციის და სხვადასხვა შტამად გარდაქმნის უნარი, რაც აქამდეც არაერთხელ ვნახეთ”, – თქვა მან.

ამასთან, მისი თქმით, კორონავირუსის დასრულების დასასრული მოახლოებულია, თუმცა, წინ კიდევ გრძელი გზაა.

“დასასრული ახლოვდება, მაგრამ რამდენი დრო დასჭირდება მის მიღწევას? რა სირთულეები გველოდება გზაზე? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემა არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია, რადგან ამ ვირუსს პრობლემები და სიურპრიზები ისევ მოაქვს. თითქოს, მარათონის მხოლოდ ნახევარი გავიარეთ და ვხედავთ, რომ დიახ, დასასრულია და სწრაფი მორბენლები წინ გველის. მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და რთული იქნება”, , თქვა ნაბარომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები