ჯონსონი: უკრაინაში შეჭრა პუტინისთვის ახალი ჩეჩნეთი იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომ უკრაინაში ნებისმიერი კონფლიქტი შესაძლოა, მისთვის „ახალ ჩეჩნეთად“ იქცეს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„კრემლს, რუსეთს მკაფიოდ უნდა მივახვედროთ, რომ ეს იქნება დამღუპველი ნაბიჯი“, – თქვა ჯონსონმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა შეჭრას გარდაუვალს, ჯონსონმა თქვა: “დაზვერვის მონაცემი საკმაოდ მუქია ამ მხრივ. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს ახლა გარდაუვალია”.

ჯონსონმა თქვა, რომ ამ საკითხზე სხვა ლიდერებთან დღეს ისაუბრებს.

„ჩვენ ასევე უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრა მტკივნეული, ძალადობრივი და სისხლიანი იქნება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს შეიძლება, იყოს ახალი ჩეჩნეთი“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები