პესკოვი: პუტინი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომებს იღებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იღებს აუცილებელ ზომებს, რომ უზრუნველყოს რუსეთისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება და ინტერესები სათანადო დონეზე.

ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, როგორც მთავარსარდალი და როგორც პირი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, იღებს აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ინტერესები. სწორედ ჩვენ გავხვდით უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების ინიციატორები და ველით, რომ ამ კვირაში მივიღებთ წერილობით პასუხებს ჩვენს წინადადებებზე, რომლებიც შექმნილია და დაგვეხმარება მომავალში ასეთი დაძაბული სიტუაციების თავიდან აცილებაში”, – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები