კრემლი: კიევის მხრიდან დონბასში პროვოკაცია უფრო მაღალია, ვიდრე – ადრე 

 

“კიევის მხრიდან დონბასში პროვოკაციების საფრთხე ძალიან მაღალი, უფრო მაღალი, ვიდრე – ადრე”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, კიევი შეხების წერტილში კონცენტრირებს ძალებისა და საშუალებების დიდ რაოდენობას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ის შეტევითი მოქმედებებისთვის ემზადება.

რაც შეეხება ზოგადად უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებას, პესკოვი ამბობს, რომ დაძაბულობის ესკალაცია მოჰყვა არა იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი, არამედ ინფორმაციულ ისტერიისა და იმას, რასაც აკეთებენ ნატო და შეერთებული შტატები, ასევე, იმ ინფორმაციის გამო, რომელსაც ისინი ავრცელებენ.

„ზოგადად, ვაცხადებთ და გვინდა, თქვენი ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტზე, რომ დაძაბულობის ესკალაცია ხდება საინფორმაციო და კონკრეტული ქმედებებით ამერიკის შეერთებული შტატების და ნატო-ს მიერ. საინფორმაციო აქტივობაზე საუბრისას ვგულისხმობ საინფორმაციო ისტერიას, რომლის მოწმენი ვართ”, – განუცხადა მან ჟურნალისტებს კიევიდან ამერიკელი დიპლომატების ევაკუაციასთან დაკაშირებული ინფორმაციის კომენტირებისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები