ქართველი მხატვრის გამარჯვება – ჰონდურასის აკვარელისტ მხატვართა საერთაშორისო ფესტივალზე

ყავით შესრულებული ნახატი
ქეთევან ჯავახიძე

ჰონდურასის აკვარელისტ მხატვართა  მეათე საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 117 მხატვარი მონაწილეობდა,  ქართველი მხატვარი ქეთევან ჯავახიძე ნომინაციაში – „საზოგადოების სიმპათია“ პირველ ადგილზე გავიდა  (ფესტივალი ჰონდურასის აკვარელისტ მხატვართა ლიდერის, ლილიანა იზაბელ როდრიგეზის ორგანიზებით გაიმართა).
„როგორი სასიხარულოა პირველი ადგილის აღება, საქართველოს სახელით, მსოფლიო აკვარელის დღესთან და საერთაშორისო აკვარელის საზოგადოების 10 წლის გლობალურ იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონკურსზე ცენტრალურ ამერიკაში, ჰონდურასში.

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის“, – წერს ქეთევან ჯავახიძე.
ასევე, მსოფლიო აკვარელის დღესთან და საერთაშორისო აკვარელის საზოგადოების 10 წლის გლობალურ იუბილესთან დაკავშირებით, ეკვადორში გამართულ  აკვარელისტ მხატვართა საერთაშორისო გლობალურ მეათე ფესტივალზე,  ქეთევან ჯავახიძე მონაწილეობდა, როგორც მიწვეული მხატვარი (ეკვადორის აკვარელისტ მხატვართა ლიდერის, მაური ვირტანენის ხელმძღვანელობით).


ლილიანა იზაბელ როდრიგეზი, ჰონდურასის აკვარელისტ მხატვართა ლიდერი
მაური ვირტანენი, ეკვადორის აკვარელისტ მხატვართა ლიდერი
ეკვადორში გაგზავნილი ნახატი
ყავით შესრულებული და გამარჯვებული ნახატი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები