„ილია 185“ – ონლაინშეხვედრა ლევან ბრეგაძესთან

29 იანვარს, 14:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, ლევან ბრეგაძესთან შეხვედრა გაიმართება.
2022 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი სრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი, მთელი წლის განმავლობაში, ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებს. მათ შორისაა შეხვედრების სერია სახელწოდებით – „ილია 185“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ახლებური გააზრება და თანამედროვეობის ჭრილში მისი განხილვა.
შეხვედრების სერიის პირველი სტუმარი იქნება ლიტერატორი, კრიტიკოსი, პრემია „საგურამოს” ლაურეატი ლევან ბრეგაძე, თემით – „მზიანი ჩრდილი“ – ილია ჭავჭავაძის ოქსიმორონის თავგადასავალი“.
პანდემიური ვითარების გამო, შეხვედრების სერია, ამ ეტაპზე, ონლაინფორმატით წარიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები