პაპი ფრანცისკე: შეშფოთებით ვაკვირდები დაძაბულობას, რომელიც უკრაინას საფრთხეს უქმნის

პაპი ფრანცისკე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

პაპმა ლოცვის დღე დააანონსა და ხალხს მოუწოდა ოთხშაბათს ლოცვისკენ, რათა ყველა პოლიტიკური ინიციატივა ემსახურებოდეს ადამიანურ ძმობას და არა – ინდივიდურ ინტერესებს.

“შეშფოთებით ვაკვირდები მზარდ დაძაბულობას, რომელიც უკრაინაში მშვიდობას ახალ საფრთხეს უქმნის და ევროპის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს. ისინი, ვინც საკუთარ ინტერესების შესრულებისთვის იღწვიან სხვებისთვის ზიანის მიყენებით, აბუჩად აგდებენ თავიანთ დანიშნულებას, როგორც ადამიანები, ვინაიდან ჩვენ, ყველა ერთმანეთის ძმებად ვართ შექმნილები”, – თქვა პაპმა ფრანცისკემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები