კამერუნში ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა
კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს16 ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას ”როიტერი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებულია 8 ადამიანი. ცეცხლი ფეიერვერკის გაშვებამ გააჩინა.
სამაშველო სამსახურები შენობაში მყოფი ადამიანების ძებნას აგრძელებენ და მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს.
წყაროს ინფორმაციით, საავადმყოფოსთან, სადაც დაშავებულები გადაიყვანეს, მათი ასობით ნათესავია შეკრებული.