ალასკას სანაპიროსთან 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ამერიკის შტატ ალასკასთან 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:17 საათზე დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ უნალაშკიდან 63 კილომეტრში იყო, სადაც 4 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლსა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები