ზაზა მარიდაშვილი – “ნაცებისა” და გახარიას პარტიის საერთო ინტერესები სრულიად ნათელია, პარტიების ასეთ სიმბიოზს ალიანსი კი არა, გარიგება ეწოდება

რა ლეგიტიმური თანხვედრა შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილს და გახარიას? ალბათ, ერთი ფსკერი, რომლის ერთ კუნჭულში სააკაშვილის, ხოლო მეორეში – გახარიას ჯგუფია! – წერს იურისტი ზაზა მარიდაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ნაცებისა და გახარიას პარტიის საერთო ინტერესები სრულიად ნათელია და ასეთ სიტუაციაში პარტიების ასეთ სიმბიოზს ალიანსი კი არა, გარიგება ეწოდება

„ჯერ ჩხოროწყუ, ახლა წალენჯიხა – მუნიციპალიტეტები, რომლის საშუალებითაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნაცებისა და გახარიას პარტიის საერთო ინტერესები სრულიად ნათელია;
მავანი იტყვის – რა ჯობია თუ პარტიები ერთმანეთთან თანხვდებიან, ევროპაშიც ხომ ასეაო… ეს მოსაზრება მცდარია, რადგან ამ ორ პარტიად წოდებულ ჯგუფს არც არანაირი პოლიტიკური, არც იდეოლოგიური (თუ გააჩნიათ საერთოდ) და არც პროგრამული თანხვედრა არ გააჩნიათ; ასეთ სიტუაციაში პარტიების ასეთ სიმბიოზს ალიანსი კი არა, არამედ გარიგება ეწოდება;

მავანის გასაგონად იმასაც დავძენ, რომ ასეთი გარიგებები სრულიად მიუღებელია ევროპული პოლიტიკისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ევროპაში პარტიებს შორის თანამშრომლობა თუ მათ პროგრამულ ნაწილში თანხვედრებია და ერთიანდებიან მხოლოდ მათ გარშემო.
რა ლეგიტიმური თანხვედრა შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილს და გახარიას? ალბათ, ერთი ფსკერი, რომლის ერთ კუნჭულში სააკაშვილის, ხოლო მეორეში – გახარიას ჯგუფია!“ – წერს ზაზა მარიდაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები