ჯავარა უგრეხელიძე: რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტების 0.8%-ია ვაქცინირებული

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, ჯავარა უგრეხელიძის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან ვაქცინირებულია მხოლოდ 0.8%.

მისი თქმით, ეს სტატისტიკა მძიმე ვითარებაზე მიუთითებს.

„რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მხოლოდ 0,8%-ია ვაქცინირებული. “ბუსტერ” დოზაზე აღარ ვსაუბრობთ! ვაქცინირებული ერთი პროცენტიც კი არ არის, რაც ვირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღნიშნული არავაქცინირებულებში მძიმე ვითარებაზე მიუთითებს“, – განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები