ლავროვი: რუსეთი არასდროს დამუქრებია უკრაინელ ხალხს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი, ოფიციალური პირების სახელით, არასოდეს დამუქრებია უკრაინელ ხალხს.

ამის შესახებ მან ჟენევაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთი არასოდეს, არსად, არც ერთხელ, ოფიციალური წარმომადგენლების მეშვეობით უკრაინელ ხალხს არ დამუქრებია“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს თემა ბლინკენთან შეხვედრაზე განიხილეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დათანხმდა, რომ “ჩვენ გვჭირდება უფრო გონივრული დიალოგი”.

ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის შემდეგ დასავლეთის ემოციები, უკრაინასთან დაკავშირებით, “შემცირდება”.

“ჩვენ გულწრფელად ვესაუბრეთ ტონი ბლინკენს ამის შესახებ, ის დათანხმდა, რომ აუცილებელია უფრო გონივრული დიალოგის წარმოება. იმედი მაქვს, რომ ემოციები ჩაცხრება, თუმცა, გარანტიები არ არსებობს”, – დასძინა მან.

ამავდროულად, რუსეთმა ვაშინგტონს ახსნა-განმარტება მისცა უკრაინაზე მოსკოვის სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით. ლავროვის თქმით, შეერთებულმა შტატებმა, თავის მხრივ, სათანადო კომენტარი არ გააკეთა ევროპაში ამერიკელი სამხედროების ყოფნაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები