ბლინკენი: თუ რუსეთს სურს, დაარწმუნოს მსოფლიო აგრესიული გეგმების არარსებობაში, მან უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანა უნდა დაიწყოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ჟენევაში მისი მოლაპარაკება გულახდილი იყო.

მისი თქმით, დიპლომატები შეთანხმდნენ დიპლომატიური მუშაობის მნიშვნელობაზე.

დიპლომატმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკუთარ შეშფოთებას რუსეთს წერილობით მომდევნო კვირას მოახსენებს.

ბლინკენმა თქვა, რომ აშშ და რუსეთი გეგმავენ ახალი შეხვედრის გამართვას მას შემდეგ, რაც მოსკოვი შეისწავლის ვაშინგტონის წერილობით წინადადებებს.

ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ არასდროს იტყვის უარს ფუნდამენტურ პრინციპებზე.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონეფერენციაზე ენტონი ბლინკენმა ასევე თქვა, რომ “რუსეთმა უნდა დაიწყოს უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანა, თუ მას სურს, დაარწმუნოს მსოფლიო აგრესიული გეგმების არარსებობაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები