ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებული იქნება – პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ, 137 მომხრე და 33 წინააღმდეგით, მხარი დაუჭირა ახალი მთავრობის მიერ ინიცირებულ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას – ინფორმაციას ” ბიბისი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანონპროექტი პირველი თებერვლიდან ამოქმედდება და ავსტრია იქნება პირველი სახელმწიფო ევროპაში, რომელმაც აცრა სავალდებულო გახადა. პირველ ეტაპზე აუცრელები წერილობით შეტყობინებას მიიღებენ, მარტის შუა რიცხვებიდან კი პოლიცია და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ ვაქცინის სტატუსის შემოწმებას, ჯარიმების დაწესებას და, საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის დანიშვნას.

განგრძობადი უთანხმოება კი ერთი თვის შემდეგ დამატებით 600-ევროიანი ჯარიმის დაწესებას გამოიწვევს.

ჯარიმა შეიძლება, გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუ პირი იდენტიფიცირებიდან 2 კვირის განმავლობაში აიცრება.

ავსტრიაში მოსახლეობის 72% სრულად ვაქცინირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები