მიხეილ სარჯველაძე: გახარიას პარტია და „ნაცმოძრაობა“ გარიგდნენ ერთმანეთთან და ამას იყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ

ადგილი აქვს გარკვეულ კონსოლიდაციას, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე გიორგი გახარიას პარტიისა და “ნაციონალურ მოძრაობის” თანამშრომლობას.

მისი თქმით, ეს ორი პარტია გარიგდა ერთმანეთთან, რასაც ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ.

„ნათელია, რომ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგდნენ ერთმანეთთან და ამას იყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ. მიუხედავად მცდელობებისა, რომ დაიმალოს მათი კოორდინებული და შეთანხმებული მუშაობა, რეალურად, ადგილი აქვს გარკვეულ კონსოლიდაციას მათ შორის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები