კურტ ვოლკერი: პუტინი სსრკ-ის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშვნას ახალი რუსეთის იმპერიის შექმნით აპირებს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დეკემბერში აპირებს, აღნიშნოს სსრკ-ის დაარსებიდან 100 წლის იუბილე – ახალი რუსეთის იმპერიის შექმნით.
ასეთი მოსაზრება გამოთქვა ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კურტ ვოლკერმა, – იუწყება NV
მისი თქმით, ამ ახალ რეალობასთან შეგუება ნატო-ს ლიდერებისთვის გამოწვევა იქნება მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში.
„ევროპაში თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნატო მზად უნდა იყოს, დაუბრუნდეს ისეთი სამხედრო ყოფნისა და სიფხიზლის დონეს, რომელიც ათწლეულებია, არ გვინახავს”, – ამბობს დიპლომატი.
კურტ ვოლკერმა დააკონკრეტა, რომ რუსების მიერ გადაცემული, ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტები მოწმობს კრემლის განზრახვაზე, რომელსაც სურს, გაანადგუროს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და დაუბრუნდეს ევროპის დაყოფას დასავლეთ და რუსულ გავლენის სფეროებად.
„ჰელსინკის შეთანხმების ზოგიერთი ელემენტი ცალსახად უარყოფს რუსულ ტექსტებს: მაგალითად, სახელმწიფოების უფლებას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები; სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობა; მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან თავის შეკავების ვალდებულება; და აღიარება, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალით ვერ შეიცვლება“, – ამბობს უოლკერი.