მოქანდაკე ავთანდილ მონასელიძე გარდაიცვალა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მოქანდაკე ავთანდილ მონასელიძის გარდაცვალების გამო
მოქანდაკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, რომლითაც მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, არის „ბერიკები“ (თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან). ავთანდილ მონასელიძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი.
1973 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში – 1976 წელს „ახალგაზრდა მხატვართა საერთაშორისო გამოფენა” (ბერლინი, გერმანია); 1984 წელს „გრან პალე” (პარიზი, საფრანგეთი); 1987 წელს „მცირე პლასტიკის გამოფენა” (ბუდაპეშტი, რუმინეთი); 1998 წელს „ქართული დაზგური ქანდაკება” (ეროვნული გალერეა, თბილისი); 1998 წელს „საბერძნეთი ქართულ სახვით ხელოვნებაში” (ეროვნული გალერეა, თბილისი); 1999 წელს „სპორტი სახვით ხელოვნებაში” (ეროვნული გალერეა, თბილისი).
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რუსეთის სამხატვრო ფონდში, ასევე კერძო კოლექციებში (საქართველო, ჰოლანდია, იტალია).
მოქანდაკეს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები