ზურაბ ქადაგიძე: 3 თვის წინანდელ წერილზე უპასუხეს მიშას – კანცელარიაში იყო გაჭედილი ეგ წერილი?

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტის სახელით გაცემულ პასუხს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის წერილზე, რომელიც 2021 წლის 14 ოქტომბერს იქნა გაგზავნილი.

როგორც ანალიტიკოსი წერს, წერილს 3 თვის შემდგომ უპასუხეს და ისიც კაბინეტის ხელმძღვანელობამ.

“3 თვის წინანდელ წერილზე უპასუხეს მიშას…ხალხოოო… სასწრაფოდ რევოლუცია დააანონსეთ, გზები შეკარით,ხეობები ჩახერგეთ,რუსთაველზე გაწექით, დიდი მონიტორი დაამონტაჟეთ და პოლიქრონიონ აღავლინეთ…. ისე იცით რა მაინტერესებს? სადღაც კანცელარიაში იყო გაჭედილი ეგ წერილი? აბა 3 თვეში კი “აწამეს”,”აშიმშილეს”, “დაასხივეს” და “გაარეკინეს” ამ საცოდავს… რაღა დროს პასუხი იყო? ააა თან მიშელსაც არ უპასუხია? აბა? ააა კაბინეტის ხელმძღვანელმა? ჰოოო კარგი უკაცრავად….”- წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები