სანქციები პუტინის, პესკოვის, აბრამოვიჩის, მილერის, სიმონიანის, სოკოლოვის მიმართ – აშშ-ში ახალი პროექტი წარადგინეს

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯიმ ბენქსმა რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების ახალი პროექტი წარადგინა.

ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ვებსაიტზეა ნათქვამი.

დოკუმენტი განსახილველად 19 იანვარს შევიდა. ინიციატივას მხარი კიდევ 38-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ამასთან, პროექტის ტექსტი ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა.

თუმცა, Washington Post-ის ინფორმაციით, კანონპროექტის სახელწოდებაა “პუტინისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების აქტის შესახებ“ და მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

– დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები ტერორისტებად გამოცხადდეს და რუსეთი ტერორიზმის სპონსორად იყოს აღიარებული;

– რუსეთის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ოპერაციების აკრძალვა;

-“ჩრდილოეთ ნაკად2”-ის წინააღმდეგ ზომები, მათ შორის, მასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისა და მათი აქციონერების მიმართ;

– კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული დაფინანსების შეჩერება, სანამ არ შეწყდება თავდასხმა  აშშ-ის სააგენტოებზე;

– სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის დაფინანსების შეწყვეტა, სანამ ყირიმი რუსული რჩება;

– სანქციები დაწესდეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის; მთავრობის ყველა წევრის, ასევე, რუსეთის ოფიციალური პირებისა და უსაფრთხოების ჩინოვნიკების წინააღმდეგ; მათ შორის, რუსეთის ლიდერის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის; მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას; პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანტონ ვაინოს; საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბასტრიკინის; ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის; ეროვნული გვარდიის უფროსის, ვიქტორ ზოლოტოვის და გენერალური პროკურორის, იური ჩაიკას;

– სანქციები დაწესდეს რუსი ბიზნესმენების მიმართ: რომან აბრამოვიჩის, ალიშერ უსმანოვის, ოლეგ დერიპასკას, იგორ სეჩინის, ალექსეი მილერის, ანდრეი კოსტინის, გენადი ტიმჩენკოს; პროექტში შემდგომში ნახსენებია რუსეთის განვითარების კორპორაცია და მასთან დაკავშირებული პირები; ასევე, დიმიტრი რიბოლოვლევი, მიხაილ ფრიდმანი, პეტრე ავენი, მიხაილ გუცერიევი და ალექსანდრე ვინოკუროვი;

– სანქციები ჟურნალისტების მიმართ: მარგარიტა სიმონიანის, ვლადიმერ სოლოვიოვისა და  კონსტანტინე ერნსტის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები