ირაკლი ქადაგიშვილი: “საქართველოსთვის” მხრიდან შედეგობრივად დადასტურებული თანამშრომლობა “ნაცმოძრაობასთან” გრძელდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლის, კორნელი სალიას არჩევას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, “საქართველოსთვის” მხრიდან ფარული, თუმცა, შედეგობრივად დადასტურებული თანამშრომლობა “ნაციონალურ მოძრაობასთან” გრძელდება.

“ნაციონალური მოძრაობის” და პარტიას “საქართველოსთვის” კოალიციურ თანამშრომლობაზე პასუხი კარგა ხნით ადრე გაცემულია, როდესაც პარტიამ “საქართველოსთვის” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ყველგან “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ არჩევნების მეორე ტური ყოფილიყო. ფარული, თუმცა, შედეგობრივად დადასტურებული თანამშრომლობა “ნაციონალური მოძრაობასთან” გრძელდება, რომლის ნათელი დასტურია წალენჯიხის საკრებულოში დამდგარი შედეგი”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “გახარია-საქართველოსთვის” წევრი, კორნელი სალია აირჩიეს. სალიას კანდიდატურას ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები