რეჟისორი ბონდო შოშიტაიშვილი გარდაიცვალა

ქართული მულტიპლიკაციური ფილმის მხატვარი და რეჟისორი ბონდო შოშიტაიშვილი გარდაიცვალა.

მას 1990 წელს რუსეთის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი პრემია “ნიკე” ჰქონდა მინიჭებული, ხოლო 1999 წელს ღირსების ორდენი გადაეცა.

ბონდო შოშიტაიშვილი 1961-1976 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმის” მულტგაერთიანებაში მხატვრად, მხატვარ-ანიმატორად და რეჟისორად.

1976 წლიდან იყო ანიმაციური ფილმების სტუდია “ორბის” რეჟისორი. ხოლო, 1996 წლიდან ამავე სტუდიის დირექტორი.

იგი არაერთი ქართული ფილმის დამდგმელი რეჟისორია, მათ შორის: “ქვასანაყი” (ანიმაციური, 1976), “კაცუნები”(ანიმაციური, 1978), “ფაკირი”(ანიმაციური, 1979), “პროფილი და ანფასი” (ანიმაციური, 1988), “ალიყური” (ანიმაციური, 1989), “განხეთქილების ვაშლი” (ანიმაციური, 2003) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: “კაცუნები”(ანიმაციური, 1978), “ფაკირი”(ანიმაციური, 1979), “პროფილი და ანფასი”(ანიმაციური, 1988), “ალიყური”(ანიმაციური, 1 989), “განხეთქილების ვაშლი” (ანიმაციური, 2003) და სხვ.; ანიმატორია ფილმების: “გმირი” (ანიმაციური, 1963), “ბომბორა” (ანიმაციური, 1968), “ქვასანაყი” (ანიმაციური, 1976) და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები