საქართველოში კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოიტანენ

“აიპლიუსმა” კომპანია Biohax International-თან კონტრაქტი გაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოიტანენ.
არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზად მოქალაქეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიისათვის რელიგიური დანიშნულების მინიჭება გახდა.

“ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მომხმარებელს და ვითვალისწინებთ მათი უმრავლესობის დამოკიდებულებას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩიპებს აღარ შემოვიტანთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას არავითარი კავშირი არ გააჩნია რელიგიასთან და ეს თანამედროვე ტექნოლოგია მხოლოდ კომფორტსა და უსაფრთხოებას ემსახურება!
მარტო ის რად ღირს, როდესაც დედამიწაზე ყოველდღიურად მხოლოდ ავტო ავფარიით საშუალოდ 4100 ადამიანი, ხოლო ყოველწლიურად 1.5 მილიონი იღუპება და ამ ადამიანებს რომ ჩიპი ჰქონოდათ ჩამონტაჟებული, მინიმუმ 30-40% გადარჩებოდა, რადგან უსწრაფესად მიიღებდა სამედიცინო პერსონალი ინფორმაციას პაციენტის სისხლის ჯგუფის, წნევის, ტემპერატურის, გულისცემის, ყველა წარსულში ჩატარებული სამედიცინო პროცედურის, ალერგიაზე და სხვა.
უამრავ ისეთ ინფორმაციაზე, რა ინფორმაციის მომენტალურად ფლობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისათვის”, – წერია “აიპლიუსის” განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები