მსახიობი რუსუდან კიკნაძე გარდაიცვალა

75 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რუსუდან კიკნაძე. ამის შესახებ ჟურნალისტი ნანა ღონღაძე ავრცელებს ინფორმაციას.
„თავზარდაცემული ვარ, დღეს დილით ლოს  ანჟელესში, თავის სახლში უცბად გარდაიცვალა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ულამაზესი ქართველი მსახიობი, რუსიკო კიკნაძე! ჯერ ვერ მოვსულვარ გონებაზე, ისეთ შოკში ჩამაგდო ამ ამბავმა. ვისაც შეგიძლიათ, დაუნთეთ სანთლები ეკლესიებში და მოიხსენიეთ მისი სული, გთხოვთ“, – წერს ნანა ღონღაძე.

რუსუდან კიკნაძე დაიბადა 1946 წლის 7 მარტს. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1969 წელს.
მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გადაღებულია ფილმებში: „გიორგობისთვე” (1966), „ფერისცვალება” (ეკა, 1968), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში” (ტატა, 1969), „თვალი პატიოსანი” (მედეა, 1976), „მონანიება” (1984), „ფესვები”(1987), „დანაშაული მოხდა” (1988) და სხვ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები