2021 წელს საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი მონაცემებს აქვეყნებს

2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 315.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 4 242.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, გაზრდილია 26.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 073.3 მლნ. აშშ დოლარს, რაც 25.1 პროცენტით მეტია – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წელს, 5 831.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2021 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 145.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 638.6 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 480.5 მლნ. აშშ დოლარით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები