ჯანმო ქვეყნებს საერთაშორისო მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნას ან შესუსტებას ურჩევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, მოხსნან ან შეამსუბუქონ საერთაშორისო მოგზაურობებზე შეზღუდვები, რადგან ეს ზომა, როგორც “ომიკრონის” შტამის გავრცელებამ აჩვენა, არაეფექტური აღმოჩნდა.

ამის შესახებ ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის დროებით რეკომენდაციებშია ნათქვამი.

კომიტეტი რეკომენდაციას უწევს მოგზაურობებებზე შეზღუდვების მოხსნას ან შემსუბუქებას, რადგან ისინი არ იძლევა დამატებით სარგებელს და განაგრძობს სახელმწიფოების წინაშე არსებული, ეკონომიკურ და სოციალური სტრესის ხელშეწყობას.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოგზაურობების მიმართ ზომები (როგორიცაა ნიღბის ტარება, ტესტირება, იზოლაცია/კარანტინი და ვაქცინაცია) უნდა იყოს რისკზე დაფუძნებული და არ იყოს ფინანსური ტვირთი მგზავრებისთვის.

კომიტეტი ასევე რეკომენდაციას იძლევა, რომ არ იყოს სავალდებულო ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა, როგორც მგზავრობის ერთდაერთი პირობა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს შეზღუდული გლობალური წვდომა და ვაქცინების არათანაბარი განაწილება.

”სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ რისკზე დაფუძნებული მიდგომა, რომ ხელი შეუწყონ საერთაშორისო მოგზაურობებს ისეთი ზომების მოხსნით ან შეცვლით, როგორიცაა ტესტირება და/ან საკარანტინო მოთხოვნები, სადაც ეს მიზანშეწონილია, ჯანმო-ს მითითებების შესაბამისად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები