დიღმის მასივში, ერთ-ერთ აფთიაქში ხანძარი გაჩნდა

დიღმის მასივში, სააფთიაქო ქსელ “ფარმადეპოს” ფილიალში ხანძარი გაჩნდა.

თვითმხილველთა თქმით, ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანძრო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ძლიერ დაკვამლიანებას, თუმცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები