ლევან ნიკოლეიშვილი: თეა წულუკიანი კულტურის სფეროს აჯანსაღებს

“რეპრესიებზე ის ადამიანები ყვირიან, რომელთაგან ერთი ნაწილი სულ რამდენიმე წლის წინ თავად ატერორებდა მთელ ერს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა, დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო. რეპრესიებზე ის ადამიანები ყვირიან, რომელთაგან ერთი ნაწილი სულ რამდენიმე წლის წინ თავად ატერორებდა მთელ ერს და მეორე ნაწილი კი ამ ყველაფერს ჩუმად უყურებდა. თეა წულუკიანი კულტურის სფეროს აჯანსაღებს და სწორედ ამას ემსახურება მისი გადადგმული თითოეული ნაბიჯი. ასე რომ, ვინც ამ სფეროში ხელის მოთბობას არის მიჩვეული, რა თქმა უნდა, მათთვის ეს რეფორმები მტკივნეულია და თეა წულუკიანიც მიუღებელი”, – წერს ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები