„თავისუფალი ლიტერა“ – მოკლე სია ცნობილია

გამოვლინდა პრემია „თავისუფალი ლიტერას” მოკლე სიის შემადგენლობა. „საქართველოს პენცენტრის“ ინფორმაციით,  მოკლე სია შემდეგი ნომინაციების მიხედვით დაჯგუფდა:

ნომინაცია – წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ალეკო შუღლაძე – „ლაბირინთი მანუელისთვის “, გამომცემლობა „პალიტრა L“
რუსუდან რუხაძე – „სიყვარულის წონა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

ნომინაცია –  წლის საუკეთესო რომანი:

შოთა იათაშვილი – „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
ქარდა ქარდუხი – „ჰერმესის დახლიდარები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
თამთა მელაშვილი – „შაშვი შაშვი მაყვალი“, „სულაკაურის გამომცემლობა“
ეკატერინე ტოგონიძე – „შინ – შენ“, „სულაკაურის გამომცემლობა“
ბექა ქურხული – „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი-ყიფჩაღი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
თეონა დოლენჯაშვილი – „ჩიტი არ გამოფრინდება“, გამომცემლობა „ინტელექტი“

ნომინაცია – წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

ნათია გიორგაძე – „ხმის მატარებელი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
ბესიკ ხარანაული – „ეჰ, ბესარიონ“, გამომცემლობა „ინტელექტი“
ბათუ დანელია – „თოვლის ტენორი“, გამომცემლობა „პეგასი“
ბელა ჩეკურიშვილი – „ნანას ცხენი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
ეკა ქევანიშვილი – „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“, გამომცემლობა „ინტელექტი“
გიორგი შონია – „რობოტების ყვავილები“, გამომცემლობა „ინტელექტი“

ნომინაცია – წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

როსტომ ჩხეიძე – „მუხა უდაბნოში“, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება
ვახტანგ ჯავახაძე – „გალაკტიონის გარეშე“, გამომცემლობა „ინტელექტი“
ბიძინა მაყაშვილი – „ბლუზი მტკვრის პირას“, „სულაკაურის გამომცემლობა“
არჩილ ქიქოძე – „ნორვეგიული დღიური“, სულაკაურის გამომცემლობა
ზვიად კვარაცხელია – „დარეკე! დაუბარე!“, გამომცემლობა „ინტელექტი“
ლადო ფოჩხუა – „ენიკი ბენიკი“, გამომცემლობა „ინდიგო“
ალექსანდრე მიქაბერიძე, ნიკა ხოფერია – „ნაპოლეონი (51 კითხვა და ამდენივე პასუხი)“ – გამომცემლობა „არტანუჯი“

ნომინაცია – წლის საუკეთესო დებიუტი:

ნანა აბულაძე – „აკუმი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
ანდრო დადიანი – „განსაწმენდელი“, გამომცემლობა „კალმოსანი“
ლევან გელაშვილი – „ჩემი, შენი და როსტევან მეფის თავგადასავალი“, „აკადემიური წიგნი“
ირინე ტაბაღუა – „ტელეფას ცხვარი“, გამომცემლობა „ინტელექტი“
ელენე კვირკველია – „წყვეტა“, გამომცემლობა „ინტელექტი“
თამარ არდიშვილი – „დიოფიტები“, გამომცემლობა „ინტელექტი“

ნომინაცია – წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი

თეონა ჭანიშვილი – იაკი კაბე, „ამაღლების ქუჩა“, გამომცემლობა „არტანუჯი“
მაკა ზედელაშვილი – ჯორჯ მარტინი, „ღამეში მფრენნი“, გამომცემლობა „პალიტრა L“
ნატალია ავალიანი – შოთა იათაშვილი, „დამწყები“, გამომცემლობა „პალიტრა L“
ია გაბუნია – ლადო კილასონია, „ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმში“, „სულაკაურის გამომცემლობა“

ცნობისათვის: „საქართველოს პენცენტრმა“  „თავისუფალი ლიტერა“ 6 ნომინაციაში გახსნილად 2021 წლის 10 ოქტომბერს გამოაცხადა. ბოლო ვადა 30 ოქტომბერი იყო.
„თავისუფალი ლიტერა” არის ერთჯერადი კონკურსი, რომელიც ჩაშლილი „ლიტერას” მხარდაჭერას ისახავს მიზნად. შესაბამისად, ლიტერატურული პრემიის კონკურსზე განიხილება მხოლოდ ის წიგნები, რომლებიც წლევანდელ უკვე ჩაშლილ „ლიტერაზე” იყო წარდგენილი;
წიგნის კონკურსზე წარდგენა შეეძლო მხოლოდ გამომცემელს; კონკურსის შედეგებს აფასებს ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება, გამარჯვებული კი ფარული კენჭისყრით გამოვლინდება. ჟიური იტოვებს უფლებას, გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად“, – აღნიშნულია პენცენტრის ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები