“ვაქცინაციის ციკლის დასასრულებლად საჭიროა სამი დოზა, შემდეგ – წელიწადში ერთხელ” – Pfizer-ის დირექტორი

ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ის დირექტორი, ალბერტ ბურლა მიიჩნევს, რომ კორონავირუსი მსოფლიოში მომავალშიც გააგრძელებს ცირკულირებას, თუმცა, ნაკლებ შეზღუდვას გამოიწვევს.

ამის შესახებ მან BFM-ის ეთერში განაცხადა.

„კორონავირუსი გააგრძელებს ცირკულაციას პლანეტის გარშემო, მაგრამ მომავალში ის გამოიწვევს იმაზე ნაკლებ შეზღუდვას, ვიდრე აქამდე იყო”, – თქვა მან.

ბურლას თქმით, მიმდინარე ტალღა ამდენი შეზღუდვით ბოლო იქნება.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი საჭიროდ მიიჩნევს, პანდემიასთან გაცილებით ეფექტური ბრძოლის მიზნით, ადამიანები ვაქცინის სამი დოზით აიცრან, შემდგომი რევაქცინირებით – წელიწადში ერთხელ.

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს მონაცემები, როდის იქნება საჭირო ვაქცინის მეოთხე დოზა. მაგრამ არაერთხელ მითქვამს, რომ, ჩემი აზრით, ვაქცინაციის ციკლის დასასრულებლად საჭიროა სამი დოზა, შემდეგ – წელიწადში ერთი დოზა – გარდა სუსტი იმუნური სისტემის მქონე მოქალაქეებისა, რომლებსაც შეეძლოთ ვაქცინაცია ყოველ კვარტალში“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, Pfizer სწავლობს ვაქცინის მეოთხე დოზის ეფექტურობას და იმედოვნებს შედეგის მიღებას მარტში. ამავე პერიოდში გამოჩნდება მონაცემები ახალი ვაქცინის შესახებ, რომელიც უკეთესად მოერგება ახალ შტამებს.

ბურლას თქმით, 2021 წლის ბოლოსთვის კომპანიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, დაახლოებით, 3 მილიარდი დოზა დაამზადა. აქედან 2,6 მილიარდი დოზა იყო განკუთვნილი ექსპორტისთვის, საიდანაც 40% მიეწოდება განვითარებად ქვეყნებს.

მისი თქმით, 2020 წელს Pfizer-მა ვაქცინებიდან, დაახლოებით, 36 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები