ლევან ნიკოლეიშვილი: რაღაც იმ პროვოკაციის სუნი უდის ამ ყველაფერს, რასაც სააკაშვილი ციხიდან თავის დამქაშების მეშვეობით აანონსებდა, ყველგან და ყველაფერი უნდა ავურიოთ და ავაყირავოთო

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ იძულებით გადადგილებულთა პროტესტს ეხმაურება.

როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს იმ ფონზე, როდესაც აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელმწიფოსა და დევნილებს შორის, როცა შეთანხმებაც შედგა გარკვეულ საკითხებზე, უცნაური და გაუგებერია მათი პროტესტი.

მისი თქმით, ამ ყველაფერს სათავისოდ იყენებს “ნაციონალური მოძრაობა” და იხსენებს მიხეილ სააკაშვილის დაპირებას ციხიდან, რომელიც ამბობს რომ ყველგან და ყველაფერი უნდა აურიონ.

“ცოტა უცნაურად მეჩვენება, როდესაც დევნილები მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, გარკვეულ საკითხებზეც, საკმაოდ მშვიდობიანად შეთანხმდნენ და მიუხედავად ამისა, მოულოდნელად ისევ პროტესტი, და ისევ რადიკალური ფორმები. ალბათ საყურადრებოა, და ვისაც ეხება, განსაკუთრებით კი შესაბამის უწყებებს, თუ რატომ მოხდა ასე. ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ რაღაც იმ პროვაკაციის სუნი უდის ამ ყველაფერს, რასაც სააკაშვილი ციხიდან თავის დამქაშების მეშვეოობით აანონსებდა, ყველგან და ყველაფერი უნდა ავურიოთ, და ავაყირავოთო. ისიც, გავიხსენოთ, როგორ სათავისოდ, პოლიტიკური ქულების დასაწერად როგორ იყენებენ, ხოლმე თითეული ადამიანისა გაჭირვებასა და უბედურებას სწორედ, ამიტომ აუცილებელ და გადაუდებელ ღონისძიებად მიმაჩნია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მაქსიმალურად სწრაფად და ოპერატიულად გაარკვიონ ყველაფერი!”,-წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები