თეა წულუკიანი ქართული თეატრის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლის „იდუმალი ვარიაციები“ ჩვენება, ასევე, „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ყოველწლიური კონკურსის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.

კონკურსი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებით ჩატარდა.
თეა წულუკიანმა თეატრის სფეროში მოღვაწე ხელოვანებს პროფესიული დღე მიულოცა და მორიგი შემოქმედებითი წარმატებების მიღწევა უსურვა.

„მინდა, ყველას ვუსურვო წარმატებები და დავპირდე, რომ მომავალ წელს, 14 იანვარს შევხვდებით კიდევ უფრო ძლიერები, კიდევ უფრო განვითარებულები ინფრასტრუქტურულად და ინსტიტუციურად“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მარჯანიშვილის თეატრში გამართული ღონისძიების ფარგლებში, თეატრალური საზოგადოების სპეციალური ჯილდოები გადაეცა თეატრის სფეროში მოღვაწე 6 დამსახურებულ პირს, მათ შორის, ნოდარ მგალობლიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ ალეკო მახარობლიშვილს, ხოლო ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელობის ჯილდო გადაეცა მსახიობ გია ბურჯანაძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები