„14 იანვარი ქართული თეატრის დღე და, ამავე დროს – ქართული დროშის დღეც არის“

პოეტი, მთარგმნელი და მუსიკოსი ირინე გოჩაშვილი სოციალურ ქსელში ქართული თეატრის დღეს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ვინაიდან 14 იანვარი ქართული დროშის დღეცაა, საქართველოში ყველა თეატრის შენობის თავზე ქართული დროშა უნდა ფრიალებდეს.
„14 იანვარი ქართული თეატრის დღეა! ეს თითქმის ყველამ იცის, მაგრამ არა მგონია, ყველას გაცნობიერებული ჰქონდეს თეატრის განსაკუთრებული როლი ჩვენი სულიერების ჩამოყალიბებაში. თეატრი არ არის მხოლოდ გართობა, სანახაობა ან ორიოდე საათით მაყურებლის სავარძელში ყოფნა. ეს არც კინოსთვის დამახასიათებელი შენელებული კადრია, არც კინოსთვის დამახასიათებელი სისწრაფე, არც ფიქცია იმისა, რომლის ნახვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
თეატრი განუმეორებელი ხელოვნებაა…
იგი მიმდინარეობს დღეს, მხოლოდ ახლა და მხოლოდ სპექტაკლის მსვლელობისას, რომელიც ამ სახით აღარასოდეს განმეორდება. თუ მოქალაქე გაათვითცნობიერებს ამ განუმეორებლობის სიდიადეს, იგი ყველაზე ერთგულ და ფანატიკოს მაყურებლად გადაიქცევა, რომელიც მსახიობებთან ერთად ისრუტავს იმ სურნელს, რომელსაც „თეატრის მტვერი“ ჰქვია.
14 იანვარი, ამავე დროს, ქართული დროშის დღეა და, ჩემი აზრით, საქართველოში ყველა თეატრის შენობის თავზე ქართული დროშა უნდა ფრიალებდეს“! – წერს ირინე გოჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები