უკრაინა რუსეთსა და აშშ-თან სამმხრივი ვირტუალური სამიტის გამართვის ინიციატივით გამოვიდა

კიევი გამოდის ინიციატივით, გაიმართოს სამმხრივი ვირტუალური სამიტი რუსეთისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით.

ამის შესახებ ატლანტიკურ საბჭოში ვირტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობისას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა თქვა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნებოდა სამმხრივი შეხვედრის შემუშავება, შესაძლოა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში“, – თქვა ერმაკმა.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე ელოდება რუსეთის რეაქციას.

მანვე დასძინა, რომ “ამერიკელმა პარტნიორებმა ამასთან დაკავშირებით ღრმა ინტერესი გამოთქვეს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები