ვასილ ჩიგოგიძე: სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების დახმარებას ეტაპობრივად გავაგრძელებთ

პარლამენტის წევრმა, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა – ვასილ ჩიგოგიძემ და ლანჩხუთის მერმა – ალექსანდრე სარიშვილმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს.

„სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების დახმარებას ეტაპობრივად გავაგრძელებთ. დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი მხრიდან თანადგომა სჭირდება”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

ალექსანდრე სარიშვილის განმარტებით, პანდემიის პირობებში, ასეთ ოჯახებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მსგავსი აქცია მომავალშიც გაგრძელდება და ერთად არაერთ მოწყვლად ოჯახს დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები