ერაყში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არიან დაშავებულები – მათ შორის, ბავშვებიც

ბაღდადში, აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Middle East Eye ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იერიშის შედეგად, ერაყელი ქალი და ორი ბავშვი დაშავდნენ.

აღინიშნება, რომ სამი რაკეტიდან ორი საელჩოს შენობასთან მდებარე სკოლას მოხვდა. კიდევ ორი ​​ჩამოაგდეს საელჩოში მდებარე საჰაერო თავდაცვითი სისტემით.

თავდასხმების დროს გამოიყენებოდა თვითმფრინავის ტიპის დრონები და უპილოტო საფრენი აპარატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები