ალმათის აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

ალმათის აეროპორტის სატრანსპორტო პოლიციამ, ფრენების აღდგენის შემდეგ, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, დამატებითი ზომები მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამართალდარღვევების პრევენციასა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, მიმდინარეობს მუშაობა ძებნილი პირების იდენტიფიცირებაზე.

გარდა ამისა, შემოწმების ხაზზე, უპირველეს ყოვლისა, ტარდება აკრძალული ნივთების გამოვლენა.

ამჟამად, ტერმინალში შესვლა ნებადართულია მხოლოდ გამავალი მგზავრებისთვის.

გაძლიერდა კონტროლი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ ყაზახეთის მიგრაციის კანონმდებლობის დაცვაზე.

ალმათის აეროპორტმა მუშაობა 13 იანვარს განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები