სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ონში საქართველოს დროშები სხვადასხვა ადგილას გამოიფინა

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ონის ქუჩებში, ასევე, დავით აღმაშენებლისა და დემეტრე II-ის მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
“სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!
გისურვებთ მშვიდობასა და წინსვლას ქვეყანაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები