ონში ლადო ასათიანის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ონის ბიბლიოთეკაში კლასიკური პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიდი პოეტის ლადო ასათიანის დაბადებიდან 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ,,წითელი ყაყაჩოები” გაიმართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, პოეტმა ანა ერისთავმა და მოწვეულმა სტუმრებმა ლადო ასათიანის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და პოეტის ხანმოკლე ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს.
ლიტერატურულ ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ონში და ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლაცო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები