ლავროვი: რუსეთი დასავლეთის პასუხს უსასრულოდ არ დაელოდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ელოდება დასავლეთის წერილობით პასუხს მის მიერ წამოყენებულ, უსაფრთხოების ულტიმატუმებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი პასუხის მოლოდინში უსასრულოდ არ იქნება.

ამის შესახებ მან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე თქვა.

„ველოდებით წერილობით რეაქციას, გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გააცნობიერეს, რომ ეს სწრაფად უნდა მოხდეს, კონკრეტულად, ქაღალდზე და გააცნობიერეს, რომ უსასრულოდ არ დაველოდებით“, – განაცხადა მან.

დიპლომატის თქმით, “ყველას ესმის, რომ შეთანხმების მიღწევის პერსპექტივები დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე. და რაც უნდა გვითხრან მოკავშირეებთან კონსულტაციების აუცილებლობაზე, ეს ყველაფერი არის საბაბი და პროცესის გაჭიანურების მცდელობა”.

ლავროვის თქმით, თუ დასავლეთი უარს იტყვის რუსეთის წინადადებებზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, მოსკოვი შეაფასებს სიტუაციას.

“თუ ეს მოხდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევაფასებთ სიტუაციას და მოვახსენებთ პრეზიდენტს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, პირველ ყოვლისა, ჩვენი უსაფრთხოების საიმედო უზრუნველყოფის სასარგებლოდ”, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები