ლავროვი ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის შესაძლო შესვლას გამოეხმაურა

ფინეთისა და შვედეთის გადასაწყვეტია ნატო-ში შესაძლო შესვლის ბედი, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

“რა თქმა უნდა, ეს ფინელი და შვედი ხალხის გადასაწყვეტია“, – თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, მოსკოვი პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის სუვერენიტეტს, მაგრამ მას არ სცემენ პატივს ისინი, ვისაც სურს ამ ქვეყნების ნატო-ში შესვლის პროვოცირება.

„რუსეთი სრულად პატივს სცემს როგორც ფინეთის, ისე – შვედეთის სუვერენიტეტს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ქვეყნების ნეიტრალიტეტის პოლიტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი საერთოევროპულ არქიტექტურასა და ევროპის კონტინენტზე სტაბილურობის უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, “ვინც პატივს არ სცემს ფინეთისა და შვედეთის სუვერენიტეტს, არის ის, ვისაც ნატო-ში მათი გაწევრიანების პროვოცირება სურს. ეს საკითხი დიდი ხანია, არსებობს”, – განაცხადა ლავროვმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა 13 იანვარს თქვა, რომ “ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის შესვლა შეიძლება, ძალიან სწრაფად მოხდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები თავად გადაწყვეტენ ალიანში გაწევრიანებას”.

თემის ირგვლის კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბოლო დღეებში ორივე ქვეყანა გამოდიოდა რუსეთის უსაფრთხოების ინიციატივების წინააღმდეგ.

სტოკჰოლმსა და ჰელსინკიში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი უახლოეს მომავალში ალიანსში გაწევრიანებას არ აპირებენ, მაგრამ ეს შესაძლებლობა მათ უნდა გააჩნდეთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები