„ლევან წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა“

ლევან წულაძე („ჭოლა“) მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას აღარ იკავებს.  მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად კონტრაქტის ამოწურვა სახელდება, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ რეჟისორს თანამდებობა დაატოვებინეს.
„ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე, როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს ჩვენს სისტემაში და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
ლევან წულაძის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, განცხადებას მარჯანიშვილის თეატრიც ავრცელებს.
„დღეს ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხწლიანი ვადა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი.
ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ.
ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში.
ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები