ჯანმო COVID-19-ის სამკურნალოდ ორ პრეპარატს უწევს რეკომენდაციას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის სამკურნალოდ ორი ახალი წამლის გამოყენებას გაუწია რეკომენდაცია.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

ერთ-ერთი პრეპარატია ბარიციტინიბი (Baricitinib), რომელიც ასევე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში და მეორე პრეპარატი – სოტროვიმაბი.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სწრაფად გავრცელებული, “ომიკრონის” შტამი ამცირებს კორონავირუსის მკურნალობის მრავალი არსებული ვარიანტის ეფექტურობას და მოითხოვს ახალი გადაწყვეტილებების ძიებას.

ჯანმო-ს სპეციალისტები გამოდიან რეკომენდაციით, რომ ბარიციტინიბი იყოს გამოყენებული კორტიკოსტეროიდებთან ერთად, მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის.

საშუალო და მძიმე დაავადების მქონე 4000-ზე მეტ პაციენტზე ჩატარებული შვიდი ციკლის ახალ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პრეპარატს შეუძლია, გააუმჯობესოს გადარჩენის მაჩვენებელი და შეამციროს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროება კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში გვერდითი ეფექტების რაოდენობის გაზრდის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები