ისტორიკოსი: დროშის ხუთჯვრიანი ვარიანტი საქართველოსა და სახელმწიფო სიმბოლიკის განუყრელი ნაწილია
ისტორიკოს სვიმონ მასხარაშვილის განცხადებით, დროშის ხუთჯვრიანი ვარიანტი საქართველოსა და სახელმწიფო სიმბოლიკის განუყრელი ნაწილია
„დროშის ხუთჯვრიანი ვარიანტი საქართველოსა და სახელმწიფო სიმბოლიკის განუყრელი ნაწილია, რაც ფიქსირდება 1367 წელს შედგენილი ცნობილი კარტოგრაფების რუკიდანაც… გადაწყდა სწორედ 5-ჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად გამოცხადება. ეს ორგანული კანონი ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღეს, ხოლო 2004 წლის 14 იანვარს, ნინო ბურჯანაძის ხელმოწერით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ეს ორგანული კანონი ძალაში შევიდა“, – აღნიშნა მასხარაშვილმა.
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.