რატი ბრეგაძე გურჯაანის იუსტიციის სახლს ეწვია და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე კახეთის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ვიზიტს განაგრძობს. სართიჭალისა და სიღნაღის საზოგადოებრივი ცენტრების შემდეგ, რატი ბრეგაძე გურჯაანის იუსტიციის სახლს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მინისტრი სამუშაო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა.

მინისტრთან ერთად, გურჯაანის იუსტიციის სახლში იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: თამარ ტყეშელაშვილი, ბუბა ლომუაშვილი, აკაკი საღირაშვილი და იუსტიციის სახლის აღმასრულებელ დირექტორი – ოთარ ჩახუნაშვილი.

გურჯაანის იუსტიციის სახლი ადგილობრივ მოსახლეობას საჯარო და კერძო სექტორის 400-მდე მომსახურებას აწვდის. სახლი წლის განმავლობაში, საშუალოდ, 42.000-ზე მეტ სერვისს გასცემს.

რატი ბრეგაძე თელავის იუსტიციის სახლსაც ესტუმრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები