ფხენიანმა წელს კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა – იაპონიაში კრიზისული შტაბი შექმნეს
ჩრდილოეთ კორეამ 2022 წელი, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტების გაშვების ჭრილში აქტიურად დაიწყო.
5 და 11 იანვრის შემდეგ, რაკეტის გაშვება გვიან ღამითაც დაფიქსირდა.
როგორც სამხრეთ კორეის გაერთიანებულ შტატებში განაცხადეს, ჩრდილოეთ კორეამ ორი, სავარაუდოდ, ბალისტიკური მოკლე რადიუსის რაკეტა გაუშვა.
მათივე თქმით, გაშვება პჰენგან-პუქტოს პროვინციიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოხდა.
“სეული თვალყურს ადევნებს ფხენიანის ნაბიჯებს და სიფხიზლეს ინარჩუნებს”, – აცხადებენ სამხრეთ კორეაში.
სამხრეთ კორეის გარდა, ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვებაზე იაპონიაშიც განაცხადეს.
ტოკიოს ცნობით, ჭურვი წყალში ჩავარდა. ზღვაზე მყოფ გემებს მოუწოდეს, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ მიუახლოვდნენ ობიექტს, თუ ის მათი მხედველობის ზონაში აღმოჩნდება.
მომხდართან დაკავშირებით, იაპონიის პრემიერის კანცელარიაში კრიზისული შტაბი შექმნეს.
ადგილობრივი მედია სამთავრობო წრეებში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ უბრძანა პასუხისმგებელ უწყებებს, ემოქმედათ სამი მიმართულებით: სიტუაციის დეტალური ანალიზი, მათ შორის, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხოების კუთხით, ასევე, მოხდეს ხალხის დეტალური და დროული ინფორმირება.