კასპაროვი: 30-იან წლებში ევროპაში ჰიტლერს არ აფასებდნენ სათანადოდ, ახლა – პუტინს

რუსმა დისიდენტმა მოჭადრაკემ, გარი კასპაროვმა იტალიურ გაზეთ Corriere Della Sera-სთან საუბარში “რუსული საფრთხის” რეალობაზე ისაუბრა და  დაასახელა შეცდომები, რომლებსაც დასავლეთი მოსკოვთან ურთიერთობაში უშვებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ დასავლეთი სათანადოდ არ აფასებს პუტინის გადაწყვეტილებას, უკრაინას დაესხას თავს და აღმოსავლეთ ევროპაში ქაოსი გამოიწვიოს, კასპაროვმა თქვა – ის, რომ მას სათანადოდ არ აფასებებენ – მსუბუქი ნათქვამია”.

“ის, ვინც სათანადოდ ვერ აფასებს, სულ მცირე, ათვითცნობიერებს საფრთხეს, თუმცა, მას სერიოზულად არ აღიქვამს. 30-იან წლებში საფრანგეთმა და ბრიტანეთმა სათანადოდ არ შეაფასეს ჰიტლერი. ახლა სათანადოდ არ შეფასება ნიშნავს – ისტორიული გამოცდილების იგნორირებას, რომელიც მივიღეთ 30-იან წლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ყურადღების მიღმა დატოვო ის, რაც პუტინმა უკვე თქვა და გააკეთა. გასაოცარია,” – თქვა კასპაროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები